Saturday, May 28, 2016

მეოთხე ტრენინგ დღე




ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კითხვები“.ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.


მესამე ტრენინგ დღე




     შევარჩიე პროექტის თემა.განვსაზღვრე საპროექტო თემის მიზანი. თემის შინაარსი. ეროვნული სასწავლო გეგმიდან განვსაზღვრე მისაღწევი სტანდარტი და შევუსაბამე ინდიკატორები. ჩამოვაყალიბე მოსწავლეების ამოცანები და მისაღწევი შედეგები.
 მომავალში გამიადვილდება თემის შერჩევა და მიზნის განსაზღვრა. ეს საშუალებას მომცემს მოსწავლეებს განუვითარო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და განვუმტკოცო შესაბამისი უნარ ჩვევები.
   წინა დღესთან შედარებით სამუშაო გაცილებით მარტივი იყო და პრობლემებიც ნაკლები იყო.

ტრენინგის პირველი მოდულის რეფლექსია







 ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო Viewer-, დაგვათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორი Word- და გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და ქვესაქაღალდეები რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში, შესაბამისად ტრენინგის განმავლობაში მოვათავსებთ ყველა იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი პროექტისთვის შევქმინით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას. ასევე გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკარომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის ელ. სახელძღვანელში რამდენიმე პროექტიასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.